|
2018-07-04 14:03:45, 1131 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე გუნდში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი და გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ რომელმაც მე მომცა საშუალება დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ აჭარაში და სიკეთეები და ბევრი საქმე მეკეთებინა ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ასევე, არ ვიქნები მართალი, რომ მადლობა არ გადავუხადო საკანონმდებლო ორგანოს, უშუალოდ უმაღლეს საბჭოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ერთგულად და ერთ გუნდად ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. პატარაძის გადადგომამ აჭარის მინისტრთა კაბინეტის ავტომატური გადადგომაც გამოიწვია. ცნობისთვის, ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2016 წლის 14 ივლისს დაიკავა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)