|
2018-07-03 17:33:50, 968 ნახვა
კომენტარი
კახიძე - ერთსა და იმავეს მხოლოდ მ.კ. და პროკურატურა ამტკიცებენ - შსს-ს ვერსია განსხვავებულია
"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თობაზე გამოძიების ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი და საგამოძიებო კომისიის მდივანი ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც კახიძემ განმარტა, პროკურატურამ საქმის მასალებში ინციდენტის დროს მ.კ.-სა და გ.ბ.-ს რეალური ადგილმდებარეობები შეცვალა. "გამოძიება ამბობს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების თანახმად, სარალიძესთან ჩხუბის დაწყებისთანავე, ფარდულში შედის მ.კ. ამ დროს გ.ბ. არის თაღთან, ფარდულიდან რამდენიმე მეტრში. პროკურატურამ მ.კ.-ს და გ.ბ.-ს ადგილები გაუცვალა, გ.ბ. შემოიყვანა ფარდულში სარალიძესთან, ხოლო მ.კ. დააყენა ფარდულიდან 8-9 მეტრში. ეს გააკეთა მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე, მხოლოდ მ.კ.-ს ჩვენებაზე დაყრდნობით. გ.ბ. სასამართლომ გაამართლა სარალიძის მკვლელობის ნაწილში, ვინაიდან მის დანაზე არ არის სარალიძის სისხლი და ამავე დროს, არცერთი მოწმე, ვიმეორებ - არც ერთი - არ ამბობს, რომ გ.ბ. იყო ფარდულში სარალიძესთან. მ.კ.-ს გარდა. მხოლოდ მ.კ. და პროკურატურა ამტკიცებენ ერთსა და იმავეს", - წერს დეპუტატი. შეგახსენებთ, კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სხდომაზე მხოლოდ ფიფია და ბედოიძე მივიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)