|
2018-07-02 16:25:55, 616 ნახვა
კომენტარი
კუპრავა - მალხაზ მაჩალიკაშვილი ითხოვს, რომ საგამოძიებო კომისია მისი შვილის საქმეზეც შეიქმნას
„მალხაზ მაჩალიკაშვილი დამიკავშირდა და მთხოვა გადმოგცეთ, იქნებ მისი შვილის საქმეზეც შეიქმნას მსგავსი კომისია“,- ამის შესახებ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. „მე სანამ აქ მოვიდოდი თქვენთან კომისიაში, დამიკავშირდა ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და მან მთხოვა, გადმომეცა თქვენთვის, იქნებ იგივე ფორმატში ვიმსჯელოთ და შეიქმნას კომისია, რათა იმ საქმეში, მაჩალიკაშვილის საქმეში, დადგინდეს ის სიმართლე, რა სიმართლეზეც საუბრობს ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი. მთხოვა, რომ საზოგადოებამ გაიგოს, სწორედ ამ ფორმატში, რომ ეს საქმეც არის ისევე შეკერილი, როგორიც არის ზაზა სარალიძის შვილის საქმე და საზოგადოებაში არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)