|
2018-06-29 16:55:07, 820 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - სამწუხაროდ, ვაჩეიშვილს და მის მეუღლეს რაიმე ხელშესახები ინფორმაცია გამოძიებისთვის არ მიუწოდებიათ
„ადამიანური და მორალური თვალსაზრისით ძალიან რთული მოსასმენი იყო მოწმე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენებები, თუმცა რაიმე ახალი, ხელშესახები ინფორმაცია, რომ გამოძიებას მიეცეს, სამწუხაროდ, არ უთქვამთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ისინი ყვებოდნენ დეტალებს, მათ შორის, დაჭრის შემდეგ და მოვლენებს დეტალურად აღწერდნენ. „როდესაც ამ საქმეს, შესაძლოა, სავსებით სამართლიანად საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, მაშინ სამი მთავარი კითხვა იყო. ეს სამი კითხვა ფარდულსა და მის დანგრევას, გაღუნულ დანას და სუბელიანის თემას შეეხებოდა. სუბელიანი დღეს დაკავებულია. მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის და ამაზე კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ რჩება. ფარდულს რაც შეეხება, მისი აღდგენა სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება. ვიღაცას ფარდული შეგნებულადაც დაენგრია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საქმესთან დაკავშირებით არანაირი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს. დღეს აბსოლუტურად სხვა ტიპის კითხვები ჩნდება. რატომ არ დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად გამოკითხეს პოლიციელებმა და მათთან ოპერატიული მუშაობა ჰქონდათ გაჩაღებული. საქმეში მათი დაკითხვის ოქმები არ არის და მათი დაკითხვა შემდეგ ოფიციალურად ხდება. ამ კითხვებზე პასუხებისთვის შსს-ს თანამდებობის პირები და გამომძიებელი დაბარებულია. ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს და ეს კითხვები ჩვენ აუცილებლად გვექნება, მათ შორის ძალიან კრიტიკული მიმართულებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა ქალი, რომლის სახლის ფანჯრები იმ ფარდულის მხარეს არის, სადაც დაპირისპირება მოხდა, მდინარაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს დღესვე გამოკითხავენ. რაც შეეხება კითხვას, დევს თუ არა საქმის მასალებში მოწმე იორდანიშვილის ჩვენება, მდინარაძე პასუხობს, რომ მისი ჩვენება საქმეში არის. „ეს ადამიანი ის კაცია, რომელიც ყველაფერს რამდენიმე მეტრიდან უყურებს და დღეს ამბობს, რომ არაფერი დაუნახავს და არ ახსოვს. ამ საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)