|
2018-06-27 15:45:08, 1114 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტს ალიანსის წევრი 29 ქვეყანა და რუსეთს ჩარევის უფლება არ აქვს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. როგორც სტოლტენბერგმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, ნატოში ახალი წევრების მიღების საკითხს ალიანსი თავად გადაწყვეტს და რუსეთს ამაზე გავლენა ვერ ექნება. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების კუთხით, ვთანამშრომლობთ უკრაინასთან. ნატოში ამ ქვეყნების გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტს ალიანსის წევრი 29 ქვეყანა და არავის აქვს ამ პროცესში ჩარევის უფლება. რუსეთი იყენებს შეიარაღებულ ძალებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოსა და უკრაინაში. რუსეთს ჯარები ჰყავს მოლდოვაშიც. მიუღებელია, რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს აყალიბებდეს და წყვეტდეს, როგორ იმოქმედონ მეზობელმა ქვეყნებმა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)