23:07 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 17:49:03, 882 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა დიპლომატებს ცალკეული სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გააცნეს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და ინიციატივებს. კერძოდ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა  ინფორმაცია მიიღეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. როგორც ცნობილია, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება გუშინ გამოაცხადა. აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.

ელჩებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას და ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics