|
2018-06-25 15:03:29, 1028 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
"ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ხვალ ჩატარდება ბრიფინგი, სადაც ის დეტალურად ისაუბრებს, როგორი ახალი სტრუქტურით წარდგება პარლამენტის წინაშე. "ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, მანამდე კი მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალურად ვისაუბრებ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გვექნება ხვალ, ხოლო მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტში წარვადგენთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)