|
2018-06-25 13:19:53, 3114 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი ლგბტ პირს: ღმერთმა ასეთად შეგქმნა და ასეთი უყვარხარ
მამაკაცი, რომელზეც სასულიერო პირმა სექსუალურად იძალადა რომის პაპ ფრანცისკთან საუბარს იხსენებს და აღნიშნავს, რომ პანტიფიკოსმა მას საკუთარი თავის სიყვარული ურჩია. CNN-ის ინფორმაციით, ხუან კარლოს კრუზი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და ჩილელი სასულიერო პირის მხრიდან მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. დაზარალებულმა კრუზმა მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვატიკანში, რომის პაპთან 3 დღე გაატარა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პანტიფიკოსი კრუზს მის სექსუალურ ორიენტაციაზე და საკუთარი თავის სიყვარულზე ესაუბრებოდა. როგორც შემდგომში კრუზმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ფრანცისკესთან ძალიან ემოციური საუბარი ჰქონდა. "იცი ხუან კარლოს, შენს სექსუალურ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთმა ასეთად შეგქმნა. ღმერთს ასეთი უყვარხარ. რომის პაპსაც ასეთი უყვარხარ და შენც უნდა გიყვარდეს შენი თავი, არ უნდა ინერვიულო იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი... სწორედ ეს მითხრა რომის პაპმა საუბრისას", - განაცხადა ხუან კარლოს კრუზმა. მედიის ცნობით, პაპის აღნიშნული სიტყვები კათოლიკური ეკლესიის სწავლებისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან ეკლესია ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის ღმერთის კანონებს ეწინააღმდეგება. CNN-ი ვატიკანის პრეს-მდივანს გრეგ ბერკის დაუკავშირდა, თუმცა მისი თქმით, რომის პაპის პირადი საუბრები ვატიკანის შეფასებას არ ექვემდებარება. ცნობისთვის, სასულიერო პირი ფერნანდო კარამიდა, რომელმაც კრუზზე იძალადა ვატიკანმა 2011 წელს დამნაშავედ ცნო. აღსანიშნავია, რომ რომის პაპი ლიბერალური დამოკიდებულებით ცხოველების მიმართაც გამოირჩევა. 16 ივნისს, პანტიფიკოსმა განაცხადა, რომ სამოთხის კარი ცხოველებისთვისაც ღიაა. შესაბამისი განცხადება მან მაშინ გააკეთა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი საკუთარი ძაღლის გარდაცვალებას განიცდიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)