|
2018-06-20 18:03:17, 738 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე გოცირიძეს: ჭარბვალიანობის პრობლემა 2007 წელს განხორციელებული ცვლილებებიდან დაიწყო
„ჭარბვალიანობის პრობლემა არ დაწყებულა გუშინ ან გუშინწინ, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს განხორციელებული ცვლილებიდან, რომლის მეხედვითაც ბატონო რომან, თქვენ მოხსენით ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, სწორედ წინა მთავრობას უკავშირდება სესხების 200, 300, 400 და 500 პროცენტით გაზრდა. „ბატონო რომან, მინდა გამოგეხმაუროთ ჭარბვალიანობაზე და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, უფრო მეტიც, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის სისტემური რისკი და ამას სჭირდება შესაბამისი მართვა, რაც შეეხება თუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს შეტანილი ცვლილებიდან, რომლის მიხედვითაც თქვენ მოხსენით ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი და ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ ეგრეთ წოდებული სესხები 200, 300, 400 და 500 პროცენტით. ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ბატონო რომან. ჩვენ და თქვენც, მსოფლიო ბანკი არაერთხელ მოგვიწოდებდა, რომ არ შეიძელება იყოს ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსურ სექტორში, არ შეიძლება ბანკები რეგულირდებოდნენ ერთით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მეორე ტიპის რეგულაციით და კიდე სხვები განსხვავებულით, ეს არ ხდება არსად. თქვენ სვამთ კითხვას, რომ რატომ არ გავაკეთეთ ეს ადრე, დიახ მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგვეკეთებინა ადრე, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, სანამ ეროვნულ ბანკში არ მოხდა მენეჯმენტის ცვლილება ეს გაჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთებულიყო ადრე და პრობლემაც იქნებოდა ნაკლები“, - გნაცხადა მამუკა ბახტაძემ
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)