|
2018-06-20 09:58:12, 809 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. „გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის აქტი - განკარგულება 2018 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად. სხდომა ხვალ, 20 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, განსახილველ და კენჭსაყრელ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. „მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, შემდეგ იქნება უკვე შესაბამისი გამოსვლები, როგორც არის გათვალისწინებული- კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა და დასკვნითი სიტყვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)