|
2018-06-19 20:44:36, 878 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგაოდება მისგან ელოდა
„სისტემამ, სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგაოდება მისგან ელოდა“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე. როგორც მან აღნიშნა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მათ შორის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით, თუ რა იყო შეცდომა და რა არა. „რაც მოხდა ეს მართლა არის უზარმაზარი ტრაგედია და პირველ რიგში, მინდა ვთქვა რომ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს. ჩვენ როდესაც გვაქვს სიტუაცია, რომ დგება რაღაცა სტატუს კო და ამ შემთხვევაში, საზოგაოდება არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ის შედეგი, რომელიც იქნებოდა მართებული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ სისტემამ, სიტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგაოდება მისგან ელოდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეცდომებზე, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც შეიძლება იყოს მსოფლმხედველური აზრთა სხვადასხვობა ჩვენ შორის, რომ რაც მოხდა ეს არის ტრაგედია, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ახლა ყველაზე დიდი პრობლემა სისტემისთვის არის ის, რომ რაღაცა როცა მოხდება, დაზღვეული არავინ არ არის, როგორი ჯანსაღი რეაქცია ექნება მას ამ პრობლემაზე. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის როგორი უზენაესი ფასეულობა არის ეს და საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიით, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ ბატონო სერგი, მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იმისა, ასეთი ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე როგორ უნდა რეაგირებეს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე მე ვამბობ იმას, რომ ის რაც დადგა არ იყო საზოგადოებრივი ინტერესი, ანუ აქედან გამომდინარე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მათ შორის თქვენი მონაწილეობით, რა იყო შეცდომა და რა არა. მაგრამ სისტემური ანალიზის თვალსაზრისით, როდესაც პოლიტიკური სისტემა მსგავს პრობლემაზე აკეთებს ასეთ რეაქციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ძალიან მაღალი ფასეულობების მატარებელი სისტემა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)