15:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 17:42:49, 776 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში 700 ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ

"აგვისტოს ომის საქმეზე ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში 700 ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მან 23 მაისს სტრასბურგში გამართულ სასამართლო პროცესს საქართველოს ინტერესებისთვის სასიკეთო უწოდა და აღნიშნა, რომ უწყება სახელმწიფო ინტერესების დაცვას მომავალშიც გააგრძელებს.

„საერთაშორისო დავების ფარგლებში სახელმწიფო ინტერესების დაცვას, რა თქმა უნდა, გააგრძელებს იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ ძალიან კარგი, საქართველოს ინტერესებისთვის სასიკეთო ღია განხილვა გვქონდა აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ 23 მაისს და ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებას. სხვა მხრივ, განხილვები დასრულებულია. ჩვენ 700 ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ დავაზე სტრასბურგის სასამართლოში, დაწყებული „ისკანდერთან“ დაკავშირებული ეპიზოდით, დასრულებული ყველა იმ კომპონენტით, რომლებიც  არცერთი არ არის ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი ამ დავაში. ჰააგის სასამართლოს გამოძიებაში ვმონაწილეობთ. ჩვენი მთავარი მიმართულებები არის ეთნიკური წმენდა და ამის დამტკიცება ჰააგის გამოძიების ფარგლებში; ასევე, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა ცხინვალის რეგიონში და ჩვენი სამხედრო ტყვეების მკვლელობა და წამება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, რა თქმა უნდა, წარმატებით გავაგრძელებთ, ვითანამშრომლებთ ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ექსტრადიციების ნაწილში, რათა ჩვენ ერთად ვიბრძოლოთ ორგანიზებული  დანაშაულის წინააღმდეგ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics