20:17 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 10:09:15, 1251 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“, - ნათქვამია განკარგულებაში.

მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 14 ივნისს წარადგინა. კონსტიტუციის თანახმად, ბახტაძეს 7 დღე აქვს იმისათვის, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics