|
2018-06-15 15:52:24, 877 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ვარკეთილის მედიათეკაში სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში 15-მა კომპანიამ 1500-ზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი წარმოადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში სამგორის რაიონში მომუშავე მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების ჩართვას. დაგეგმილი ფორუმის შესახებ აცნობა Worknet-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს და უზრუნველყო მათი დასწრება ღონისძიებაზე. ადგილზე მიმდინარეობდა მოქალაქეების რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის შემდეგ სამუშაოს მაძიებლებს ყოველდღიურად, პერსონალურ მობილურ ნომერზე, განახლებული მონაცემები ეცნობებათ შრომის ბაზარზე გაჩენილი ახალი ვაკანტური სამუშაო ადგილების თაობაზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას დასაქმების სერვისებსა და ერთობლივი ღონისძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმზე მოსულ მოქალაქეებს დეტალურად გააცნო პროგრამებში ჩართვის პროცედურები. საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა ერთობლივად ორგანიზებულ ფორუმზე და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. თავად კომპანიების წარმომადგნელებმა, კი მათი ვაკანსიები და მოთხოვნები პერსონალურად წარმოადგინეს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებლისგან, ასევე, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამქირავებელთან. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)