|
2018-06-14 20:30:39, 4032 ნახვა
სპორტი
სერგო რატიანი: არაფერი არ აჩვენებს იმას, რომ ბახტაძე კვირიკაშვილზე უკეთესი პრემიერი იქნება
არაფერი არ აჩვენებს იმას, რომ ბახტაძე კვირიკაშვილზე უკეთესი პრემიერი იქნება- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა. რატიანი პრემიერის პოსტზე ბახტაძის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მას არ იცნობს. „ბახტაძეს არ იცნობს საზოგადოება, კვლევებმა ეს კარგად აჩვენეს. მაგრამ ის არის ბიძინა ივანიშვილის რჩეული. არაფერი არ აჩვენებს იმას, რომ ბახტაძე კვირიკაშვილზე უკეთესი პრემიერი იქნება, რადგან მის სახელთან დაკავშირებულია წარუმატებლობა საქართველოს რკინიგზაში და წარუმატებლობა ასევე, ეკონომიკურ გუნდში, რომლის დროსაც ფაქტობრივად, იყო უკან სვლა სიღარიბის მიმართულებით“,- განაცხადა სერგო რატიანმა. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა გუნდს მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)