|
2018-06-14 19:21:37, 1146 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფციაა. როგორც მან რ„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანას მცირე და ამავე დროს მოქნილი სამთავრობო უწყებები სჭირდება. „მესამე პრინციპი - ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე. ამავე დროს, ანტიკორუფციული ხაზით“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა გუნდს მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)