|
2018-06-14 18:58:23, 772 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯლეობა დღეს არ ყოფილა
„მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯლეობა დღეს არ ყოფილა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით მსჯელობა მამუკა ბახტაძესთან ერთად გაიმართება. „რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ვინაიდან დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უკვე მასთან ერთად, გუნდი განაგრძობს კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე და უახლოეს მომავალში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამის შესახებ გახდება ცნობილი. მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯლეობა დღეს არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ კონსულტაციების პერიოდში. იგეგმება კონსულტაციები გუნდის მონაწილეობით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)