14:05 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 17:58:57, 718 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ახალ პრემიერს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური განათლება და ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება

„დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდი უპირატესობას ეკონომიკურ განათლებას მიანიჭებს.

„დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას, რომელიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. კანდიდატურებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმებია ის, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა იმ მიმართულებით, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს, იმ შედეგებს, რაც ბოლო პერიოდშია ცნობილი. არაერთი ოჯახი ისევ რჩება სიღარიბის პირისპირ, ჩვენი მოლოდინია, რომ ახალ სამთავრობო გუნდს ექნება აქტიური სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით“, –აღნიშნა თალაკვახემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდი გაფართოებულ შეხვედრას მართავს. შეხვედრის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი დასახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოსტზე უმრავლესობა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა ბახტაძეს წარადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics