12:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 20:18:22, 604 ნახვა

კომენტარი
სოფო ვერძეული: ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სამინისტრო დიდ ძალისხმევას წევს იმისთვის, რომ ამ გამოძიებას ნდობა ჰქონდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორი სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგნელმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, რომ ისინი  სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არსებული სიახლეები და იმ საკითხებით დაინტერესდნენ, რომლებზეც სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს.

„შეხვედრის ჩვენი მხრიდან კითხვები, რა თქმა უნდა, შეეხებოდა თავდაპირველად საქმის გამოძიებას და ამ გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილება მედიასაშუალებებში. ჩვენ, ასევე, გვაინტერესებდა დღეს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რა არის ის სფეროები და საკითხები, რომლებზეც სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ ამ გამოძიების ფარგლებში არ არის ვიწრო ფოკუსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს როგორც მკვლელობის ნაწილს და ამ საქმეში შესაძლო სუბიექტების გამოკვეთას, ასევე, იმ მიმართულებას, რომელიც ეხება გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობას, იქნება ეს შეუტყობინებლობა, მოწმეებზე ზეწოლა თუ სხვა რაიმე ფორმით მართლმსაჯულების აღსრულებაზე ზეგავლენის მოხდენა. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რამდენად არის სისტემა მზად იმისთვის, რომ, პირველ რიგში, დაზარალებულის უკმაყოფილებას, საზოგადოების უკმაყოფილებას ადეკვატურად უპასუხოს. ამ გამოძიების შედეგები აჩვენებს, რამდენად დაიძლევა ის კრიზისი, რომელიც სარალიძის საქმის არაეფექტურმა გამოძიებამ შექმნა. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სამინისტრო დიდ ძალისხმევას წევს იმისთვის, რომ ამ გამოძიებას, როგორც დაზარალებულის, ასევე,  საზოგადოების ნდობა ჰქონდეს. ჩვენ ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ეს, იქნება სუბელიანის თუ მორჩაძის დაკავება, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, თუ გამოძიებამ ვერ მოახერხა გამოკვეთოს სისტემის შიგნით ვინ იყო და რა დონეზე გადაწყდა ამ საქმის ბედი,  ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოძიება ობიექტურად და კვალიფიციურად არ ჩატარდა“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics