12:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 16:06:23, 614 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - რა მოხდა მარნეულში, ამას დაადგენს გამოძიება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შესულ წერილთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე, განმარტება გააკეთა.

 „ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება, და მითუმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ. მთავარი პროკურორი ვალდებულია შესაბამისი წერილით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და გააცნოს საქმის არსი. შესაბამისი წერილი შემოდის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პარლამენტი, მე ვალდებული ვარ კანონმდებლობის თანახმად ეს გაგაცნოთ თქვენ და სწორედ ვიმოქმედე კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის დამნაშავე  და რა მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს  გამოძიება და ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა რეპორტაჟი, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, მოქალაქე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ"-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2  პირის მიმართ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics