|
2018-06-13 13:24:58, 777 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე: როდესაც არსებობს ამდენი პრეტენზია ჩვენი მთავრობის მიმართ და ამას უერთდება ხალხი, მთავრობა უნდა გადადგეს
„როდესაც არსებობს ამდენი პრეტენზია მთავრობის მიმართ და ამას უერთდება ხალხი, მთავრობა უნდა გადადგეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ცვლილებებსაც შეეხო, თუმცა მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. „ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით, როდესაც Unicef-ის კვლევები გამოქვეყნდა, იქ არის ძალიან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ როდესაც შევქმენით კომისია, არ ვენდეთ უმრავლესობას, ვენდეთ ოპოზიციას, რომ თურმე ის დაადგენს სიმართლეს ქვეყანაში და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს. როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს არანორმალური მოგებები მივეცით, ბანკები კარნახობენ ხელისუფლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, ყველა კანონს არღვევენ და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ხალხში გროვდება უკმაყოფილება. გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. კრიზის გახსნის და დაძაბულობის მოხსნის საშუალება არის, როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წარმოდგენილი, თუ ამანც არ უშველა პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპები არსებობს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი იყო, შეხვედრაზე მათ საკადრო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნა, რომ მსჯელობა Unicef-ის კვლევასთან დაკავშირებით გაიმართა.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)