|
2018-06-13 11:03:29, 3608 ნახვა
სპორტი
ბაქრაძე: მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების მიმართ
ევროპული საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების მიმართ - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძე სტრასბურგში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც თავის დროზე სწორედ ევროპულმა საქართველომ დააყენა დღის წესრიგში. ,,ეს იყო დაპირება ქართული საზოგადოების, არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას ოჯახების მიმართ, რომ საერთაშორისო მასშტაბით გავაკეთებდით ყველაფერს, რომ მკვლელები დასჯილიყვნენ და სამართლიანობა აღმდგარიყო. დღეს ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით გადაიდგა ძალიან დიდი ნაბიჯი ამ მიმართულოებით. მთლიანობაში, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი რეზოლუცია, სადაც არის ბევრი მნიშვნელვანი და დადებითი პუნქტი, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით გამოვყოფდი ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხს, ვინაიდან ეს არის სიმართლის აღდგენისა და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)