|
2018-06-12 12:32:36, 761 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წვიმის გამო ამ დროისთვის 200-მდე გამოძახებაა დაფიქსირებული
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ძლიერი წვიმის გამო, ამ დრომდე დედაქალაქში 200-მდე გამოძახება დაფიქსირდა. სააგენტოს ინფორმაციით, გამოძახების უმეტესობა გზის დატბორვას უკავშირდებოდა. მაშველებმა დატბორილი გზებიდან ავტომობილებში მყოფი მოქალაქეები გაიყვანეს. ასევე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. შეტყობინებები შესულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან. თბილისის გარდა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რუსთავშიც, სადაც რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. რუსთავიდან ამ დროისთვის „112“-ში სულ სამი გამოძახებაა შესული. „თბილისში მთელი ღამის განმავლობაში 30-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)