02:18 - 31 Jul, 2026
|
2018-06-11 13:23:48, 663 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომღერალის და მსახიობის, გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო. გიო ხუციშვილი განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქალაქურ სიმღერას. დიდ ნიჭთან ერთად, ის სულსა და გულს დებდა თავის საქმეში, სიყვარულს ასხივებდა. ძალიან დასანანია, რომ ქართულ ესტრადას გამოაკლდა ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც კიდევ ბევრი სიხარულის მინიჭება შეეძლო მსმენელისთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გიო ხუციშვილის ოჯახს, ახლობლებს, მთელს საქართველოს“, - ნათქვმია პრემიერის განცხადებაში. ცნობისთივს, 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)