|
2018-06-10 16:14:00, 1527 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან
ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუს“-ის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. ორგანიზატორების განცხადებით, აქცია დაანონსებულ დროს, 16:00 საათზე დაიწყება. აქციას უკვე შეუერთდა სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილი, რომელთა უმეტესობაც მიკროავტობუსებით ჩამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით 16 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება. მძღოლებს რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ მოძრაობა. ტერიტორიაზე ასევე დაემატა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილზე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება პარლამენტის ეზოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)