|
2018-06-09 19:42:16, 1158 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის მეუღლისა და შვილის დაკავებასაც ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის მეუღლისა და შვილის დაკავებასაც ითხოვს. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მათაც ჰქონდათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია და სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. ამასთან, სარალიძე აცხადებს, რომ სუბელიანისთვის მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდების წარდგენა, საკმარისი არ არის. „მივესალმები შსს-ს მიერ დღეს გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ სუბელიანისთვის წაყენებული ბრალდება არანაირად არაა დამაკმაყოფილებელი, იმის გათვალისწინებით, რა წვლილიც მას მიუძღვის ამ საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მას ბრალი შეუტყობინებლობაზე წარუდგინეს, მაგრამ არ არის წარდგენილი ბრალი ამ საქმეში უხეშად ჩარევისთვის. გარდა ამისა, როდესაც მირზა სუბელიანი კალანდიების ოჯახში მივიდა, იქ მანამდე მისი მეუღლე და შვილიც იმყოფებოდნენ. შვილი, რომელიც რამდენიმე საათში სუბელიანმა საგამოძიებო უწყებაში წარადგინა, რათა მას ჩვენება მიეცა. თუ მირზა სუბელიანმა ნახა მკვლელი, მისმა შვილმა არ დაფარა დანაშული? რომლის მოწვევითაც იყო მისული იქ? მისი შვილი დაკავებული არ არის. რაც შეეხება მის მეუღლეს, ძალიან კარგად იცოდა მკვლელი ვინც იყო, რატომ არ არის დაკავებული? მან ნახა ასევე ეს ადამიანი, იცოდა რომ მკვლელი იყო და პოლიციას არ შეატყობინა. ასევე არისკიდევ ერთი ქალბატონი - მიხეილ კალანდიას დედა, რომელმაც იცოდა მკვლელი სადაც იყო და არ შეატყობინა. როცა მე ეს პროკურატურაში ვთქვი, მითხრეს: „კარგი რა, მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთ?“. რას ჰქვია, მთელ ოჯახს ხომ არ დაიჭერთ? ვინც დამნაშავეა, ყველა დასაჭერია. მირზა სუბელიანის დაკავება ჩემთვის იყო გადმოგდებული საკენკი და უმეცარი ნაბიჯი, რომ თითქოს ამით მე გავჩერდები. მე თავიდანვე მქონდა საუბარი როგორც დანაშაულის დამფარავებსა და ორგანიზატორებზე, ისე საქმის პროკურორებზე, რომლებიც ასევე, პასუხისგებაში არიან მისაცემი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაკავებულია. „გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)