|
2018-06-08 17:16:45, 2234 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი "დიდი რვიანში" უნდა დაბრუნდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, კრემლის წარმომადგენლობა დღეს მიმდინარე "დიდი შვიდეულის" სამიტსაც უნდა ესწრებოდეს. ტრამპის თქმით, საჭიროა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს. "მოგწონთ ეს თქვენ თუ არა - და ეს შესაძლოა პოლიტიკურად არაკორექტული განცხადება იყოსსს, მაგრამ ჩვენ მსოფლიო უნდა ვმართოდ. ახლა არის "დიდი შვიდეული", ადრე იყო "დიდი რვიანი", რომლის წევრიც იყო რუსეთი. ის „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის გარიცხული იყო. ჩვენ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან გვჭირდებ", - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. ტრამპის ამ განცხადებას კრემლში უკვე გამოეხმაურნენ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, "რუსეთი აქცენტს სხვა ფორმატებზე აკეთებს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)