|
2018-06-08 16:50:22, 1195 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დღეიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, კახეთის გზატკეცილის გზაგამტარის ჯავახეთის ქუჩასთან შემაერთებელ მარჯვენა პანდუსზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისად, 17 ივნისის ჩათვლით, პანდუსის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება. მუნიციპალური ავტობუსები: N1, N12, N22 და N41 და მიკროავტობუსები: N107, N154, N205 და N221 კახეთის გზატკეცილიდან მეტროსადგურ „ისანთან“ მოსახვედრად, ჯავახეთის ქუჩასა და მოსკოვის გამზირს აღარ გაივლიან. ისინი კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ჩაჩავას ქუჩიდან ჩაუხვევენ. გარდა ამისა, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრავი მიკროავტობუსები N82 და N165 მეტროსადგურ „ვარკეთილთან“, მესამე მასივის - აბაშვილისა და კალოუბნის ქუჩებიდან ავლენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)