09:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 14:15:18, 1187 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე - 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გააკეთონ განცხადება, იყო თუ არა ჩემი შვილი მოძალადე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მის შვილთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განცხადების გაკეთებას ითხოვს.

როგორც მან დროებითი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მოძალადე იყო.

„სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩემი შვილი მოძალადე იყო, ვიღაც-ვიღაცებს თავს საპირფარეშოში აყოფინებდა, მოძალადე ყოფილა. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან. არავინ არაფერი დამალოს. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდებოდა, ალბათ, 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ მოძალადე არ იყო, მაშინ ყველაფერი გამოააშკარაონ. ვერ ვხედავ ვერავის აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან. განცხადება დაუყონებლივ გააკეთონ, თუ იყო დამნაშავე, თქვან; თუ არ იყო, ესეც თქვან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics