01:20 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 11:19:29, 1030 ნახვა

საზოგადოება
ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ამბულატორიულ სერვისებში  ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებები  განიხილეს. სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - სტაციონარული მომსახურების, საცხოვრისისა და დღის ცენტრის სტანდარტებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ტერიტორიული განაწილებისა და ორგანიზაციული მოწყობის სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესიული თემი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. 

ღონისძიება „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში–თბილისის“ ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics