03:40 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 20:31:42, 1319 ნახვა

სამართალი
სუს-ი: ერგნეთში ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  რიგით 87-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის საკითხი.

„სუს-ის წარმომადგენლებმა კატეგორიულად მოითხოვეს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ გაამახვილეს ყურადღება 2014 წელს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გაუჩინარებული და შემდგომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, უკანონო დაკავების ფაქტები, ადგილობრივებისთვის თავისუფლად გადაადგილების კუთხით შექმნილი შეზღუდვები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ   უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics