18:57 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 10:49:12, 1815 ნახვა

პოლიტიკა
მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს არასამთავრობოებს შეხვდებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის  წევრის, ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს და ხვალ გაიმართება შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან და დაზარალებულ ოჯახებთან.

,,პირველ სხდომაზე, ყველა შესაბამისი უწყებიდან საგამოძიებო კომისია   მასალებს გამოვითხოვთ, რომელიც  ამ საქმეს ეხება. გვექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან. დღეს და ხვალ დავიწყებთ კონკრეტულ შეხვედრებს, როგორც დაინტერესებულ მხარეებთან, ისე დაზარალებულების ოჯახებთან. კომისიის ფარგლებში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს“, -განაცხადა სერგი კაპანაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics