18:56 - 26 Jul, 2026
|
2018-06-06 16:28:12, 1959 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ივნისის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ივნისის სამიტზე ალიანსის მოკავშირე ქვეყნები საქართველოს პროგრესს აღიარებენ. სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთის მისიაში ქართული ქვედანაყოფიც მონაწილეობს. „სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი რეფორმების გატარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით. ეს ეხება კანონის უზენაესობას და იმასაც, რომ საქართველო განაგრძობს კორუფციასთან ბრძოლას. ზუსტად როგორ გავაკეთებთ ამას ჯერ არ ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ივნისის სამიტზე აღიარებენ საქართველოს პროგრესს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)