|
2018-06-06 14:04:33, 1522 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა
დედაქალაქის მეტროპოლიტენმა მუშაობა დაიწყო. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მეტროს ყველა სადგურმა მგზავრების მიღება რამდენიმე წუთის წინ განაახლა. მანამდე "ერთობა 2013”-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენი მუშაობას 14:00 საათზე დაიწყებდა. გაფიცული მემანქანეები მუშაობას 4-დღიანი გაფიცვის შემდეგ დაუბრუნდნენ. შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში 3 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მემანქანეები 45%-ით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებდნენ სანამ მათი მათხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. გაფიცვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა 4 ივნისს შეწყვიტა, რამაც ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას გადაადდგილების პრობლემა შეუქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)