23:22 - 30 Jul, 2026
|
2018-06-05 11:36:39, 1008 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა
ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. მან საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. როგორც შოთაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა ყოველთვის იყო კანონიერების და მართლმსაჯულების სადარაჯოზე და მართლმსაჯულების აღსასრულებლად თითოეული თანამშრომელი მუხლჩაუხრელად შრომობდა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. მე ვრჩები საქართველოს პროკურატურის გულშემატკივრად“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასასრულს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)