18:54 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 18:39:07, 1374 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას მოუსმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან დეპუტატებს არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

დონდუას განცხადებით, არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

მინისტრის მოადგილემ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიების ე.წ აღიარების საკითხზე.

„სხდომაზე ძალიან საინტერესო და სიღრმისეული  მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელიც არაღიარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ხორციელდება და რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის რუსეთის დახმარებით საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობების პრევენცია და მათზე რეაგირება, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაძლიერება არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ ამ მიმართულებით დროულად მოხდეს ყველა საფრთხის იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება. შევთანხმდით, რომ მომავალში კიდევ უფრო კოორდინირებულად და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ უფრო მეტი შედეგის მისაღწევად და რეგულარულ სახეს მივცემთ მოსმენებს ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics