21:06 - 30 Jul, 2026
|
2018-06-01 20:53:41, 1481 ნახვა
საზოგადოება
ხატიაშვილი: თუ ივანიშვილი არ გადააყენებს წულუკიანს, ვპირდები, რომ რამდენიმე დღეში მივადგებით სახლთან
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ისევ ითხოვენ. როგორც აქციაზე მისულმა ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, სწორედ წულუკიანმა დანიშნა უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აღნიშნულ თანამდებობაზე და დასძინა, რომ მინისტრმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც უნდა აიღოს. "ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სისტემა დავანგრიოთ. გუშინ, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. შოთაძის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი არ უნდა გადამდგარიყო?! გადადგეს წულუკიანი. თუ ფეოდალი ბიძინა ივანიშვილი არ გადააყენებს წულუკიანს, ვპირდები, რომ რამდენიმე დღეში დავიძრებით და მივადგებით სახლთან", - განაცხადა ხატიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)