|
2018-05-31 17:58:30, 1070 ნახვა
საზოგადოება
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ორ დუალურ პროგრამაზე 18 სტუდენტი ჩაირიცხა. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მსურველები პროფესიულ განათლებას რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგისა და რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის მიმართულებით მიიღებენ. დუალური მეთოდი სტუდენტებს დაეხმარებათ თეორიულ ცოდნასთან ერთდ პრაქტიკულადაც დაეუფლონ ზემოთაღნიშნულ სპეციალობებს. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთვრებულებს მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის. შემოდგომაზე კოლეჯის ადმინისტრაცია, რკინიგზის დარგით დაინტერესებული სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას ელოდება. რკინიგზის ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს წარმოადგენს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)