00:55 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 17:45:53, 1406 ნახვა

სამართალი
84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა

84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო.

პარლამენტს კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება და თავმჯდომარის არჩევა მოუწევს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ევროპული საქართველო“ გამოვიდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მივიდა. სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics