|
2018-05-30 17:52:01, 2013 ნახვა
პოლიტიკა
ანდრეას პეშკე - სირიის გადაწყვეტილება მიუღებელია! გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. „ეს არის მიუღებელი ნაბიჯი ! გერმანიის მთავრობა აბსოლურუტად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე სპეციალური წარმომადგენლი ანდრეას პეშკე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)