|
2018-05-29 22:21:28, 1706 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინა სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას ბათილად მიიჩნევს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სირიის რეჟიმის მიერ ე.წ აღიარებას უკრაინა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად აფასებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ცხადყოფს ასადის რეჟიმის სურვილს, კრემლს ასიამოვნოს. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებას და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. ამასთან უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დამასკოს გადაწყვეტილებას ბათილად მიიჩნევს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)