|
2018-05-29 19:52:13, 1419 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება
„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შეფასებისას განაცხადა. ჰერმანის თქმით, სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. „სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არამედ ევროკავშირის მტკიცე და გრძელვადიან პოლიტიკას არაღიარების შესახებ. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრინციპი“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)