|
2018-05-28 15:53:53, 1310 ნახვა
საზოგადოება
კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის რაიონში, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის დარჩენილ 1-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 440 მეტრ სიგრძეზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დასრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა, ამჟამად კი მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. „აქ გზა არასოდეს ყოფილა. მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა, წყლის სისტემა და ამჟამად გზის საფარის დაგება მიმდინარეობს. აპრილში დავიწყეთ პროექტის განხორციელება და სამუშაოები 10 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. ასევე, ვაპირებთ მეორე პროექტის განხორციელებას, ეს არის სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი კილომეტრნახევრიანი გზა, რომელიც უნდა მოწესრიგდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში მიმდინარეობს, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებს. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 584 875 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად დღეს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ.
(NS)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)