15:42 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-27 13:05:10, 1545 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენს წინაშე დასახული ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი და აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ჩვენთვის დღევანდელი დღე  ძალიან ემოციური იყო. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი და ჩვენი ქვეყნის განვითარება აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო იქნება ძლიერი და ჩვენს წინაშე დასახული ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი რანგის სტუმრები, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ისტორიული დიასპორის, უცხოეთში ქართული სათვისტომოებისა და  საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველო 26 მაისს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ევროკომისიისა და 6 ქვეყნის პრეზიდენტი,  ასევე, 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია. 

​ 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics