|
2018-05-26 19:59:13, 1651 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტშისაქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს. პრემიერმა ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისა და საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც სულ უფრო ვითარდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". საუბრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიტანელ დეპუტატებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)