14:08 - 26 Jul, 2026
|
2018-05-25 09:38:54, 1235 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისს დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა. იუნკერი თბილისში დღეს, 18:00 საათზე ჩამოვა. ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, კვირიკაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ჟან-კლოდ იუნკერი 6 ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად 26 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)