|
2018-05-24 15:36:44, 2280 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში ქართველი ოფიცრის სახელობის სკვერი გაიხსნა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში, ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. საგარეო უწყების ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, კრაკოვის მერი იაცეკ მაიხროვსკი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაროსლავ შარეკი, დეპუტატი კორნელ მორავიეცკი და გიორგი ტურაშვილის შვილი. სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაზე და ყურადღება გაამახვილა პოლონეთის არმიაში მოღვაწე ქართველი ოფიცრების როლის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ქართველი ოფიცრის საფლავი მოინახულა. 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ქ. კრაკოვში, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში ასევე მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით „პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრები".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)