|
2018-05-24 15:34:48, 1412 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიამ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში აშშ-საქართველოს თანამშრომლობასა და პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა. „წელს მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განზრახული, მათ შორის შესყიდვების ნაწილში. ბატონი მეტისის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობაზე გააკეთა აქცენტი. ლევან იზორიას განცხადებით, მეგობრობა ძლიერია, როდესაც ის საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს ეფუძნება, ერთიანობა კი - პარტნიორობის სიძლიერეა.
(NS)
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)