|
2018-05-24 12:33:13, 1354 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ექსპერტებისაგან რეკომენდაციები მიიღეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ერთკვირიან სწავლებაში, რომელიც საფრანგეთში, ქ. ლიონში ჩატარდა. საერთაშორისო სტანდარტების შესახებ სწავლებას, ორგანიზება გაუწია სურსათის, ცხოველთა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის უმაღლესი განათლების ინსტიტუტმა (VetAgro-Sup). სწავლებას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექპსერტები ესწრებოდნენ, ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+”AG-LAB-ის ფარგლებში ჩატარდა. პროგრამის მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო 17025:2005; ისო 9001:2015; ohsas 18001) და ხარისხის მენეჯმენტის შესახებ საქართველოს გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტებისაგან რეკომენდაციები მიიღეს. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2013 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის (9001:2008) სერტიფიკატს. მენეჯმენტის სისტემის დანიშნულებაა - მართოს სისტემის ყველა კომპონენტი იმგვარად, რომ სისტემის შედეგი იყოს ოპტიმიზირებული და შეძლოს მიაღწიოს მის დანიშნულებას. ეს არის არის ერთ-ერთი გარანტი ლაბორატორიის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის და კვლევის შედეგების ვალიდურობისათვის.
(NS)
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)