16:36 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 17:54:04, 1298 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები ვაჟა-ფშაველას II კვარტალში დაიწყო, სადაც შიდა გზების რეაბილიტაცია N9გ კორპუსთან და N12, N18 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.  

აღნიშნულ მისამართებზე - 650 მ2 და 1000 მ2 ფართობების მონაკვეთებზე, ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, 56 000 ლარს შეადგენს.

საგზაო სამუშაოები ასევე ბაგებში, სტუდქალაქიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდამდე ხორციელდება. 

რეაბილიტაციის შედეგად, 1000 მ2-ზე მეტი ფართობის გზა შეკეთდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 61 400 ლარს შეადგენს.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორივე შემთხვევაში, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics